მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, 28 September 2014

რეფლექსია
დღე-9
1. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ახალი ბლოგის შექმნა;
2.მოვისმინეთ ყველა მონაწილის პროექტის პრეზენტაცია
შევაჯამეთ ტრენინგი:
ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი. გავეცანით ინტელის ელექტრონულ რესურს: ,,პროექტებით სწავლება", რომელიც ძალიან გამომადგება პროექტების დაგეგმისთვის და ეფექტური პრეზენტაციების მომზადებისთვის.
ძალიან დიდი მადლობა ტრენერს თამუნა ლოსაბერიძეს.

Saturday, 27 September 2014

რეფლექსია
მე-8 დღე
1.პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ დაწვრილებით პროექტის მსვლელობა;
2.განვიხილეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები
3.გუგლდრაივზე პროექტის გეგმის ძველი ნიმუში ჩავანაცვლეთ ახალი შევსებული ნიმუშით;
4.ბლოგზე დავამატეთ პეიჯები;
5.განვიხილეთ პრეზენტაცია თემაზე: ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს;
6. გავიმეორეთ ბმულების და გაჯეტების დამატება.

Sunday, 21 September 2014

რეფლექსია
მე- 7 დღე
1. ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბლოგზე;
2. გავეცანით შეფასების რუბრიკებს;
3.მოვახდინეთ შეფასების რუბრიკის ადაპტირება ჩვენს თემასთან დაკავშირებით;
4. ავტვირთეთ ჩვენი პორთფოლიო;
5. გამოვაქვეყნეთ პორთფოლის ლინკი ბლოგზე.
რეფლექსია

მე-6 დღე
1. მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია(სლაიდ-შოუ) თემაზე: ,,ასე უყვატდათ საქართველოში"
2. შევავსეთ პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს, საინტერესო დღისთვის.

Sunday, 14 September 2014

რეფლექსია
მე-5 დღე
1. ეფექტური პრეზენტაცია მოვამზადეთ და განვათავსეთ ბლოგზე;
2.გავეცანით საავტორო უფლებებს;
3.შევისწავლეთ ვიდეოს გაზიარება ბლოგზე;
4.ვისწავლეთ ,,გუგლჩეთის" მოხმარება;
5.გავუზიარეთ ერთმანეთს დოკუმენტები სხვადასხვა მიზნით.

ვინ იყო ელენე დარიანი? ( გზასაცდენილი დისკუსიის დასრულებისთვის )

Saturday, 13 September 2014

რეფლექსია

მე-4 დღე

1. გავიხსენეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტიდან მისაღწევი შედეგები;
2. განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები;
3.შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა;
4. დავასრულეთ ბუკლეტი.